ჩვენ შესახებ
საფეხბურთო კლუბი "იბერია 2010"-ის მიზანია, რომ ფეხბურთის საშუალებითხელი შეუწყოს ახალგაზრდების სრულფასოვან განვითარებას, მათში გუნდურობისა და პასუხისმგებლობის გრძნობის, სამართლიან თამაშზედაფუძნებულ ღირებულებების ჩამოყალიბებას.
ჩვენ გვჯერა, რომ სპორტს შეუძლია იყოს საზოგადოების გაერთიანების და პოზიტიური ცვლილების მომტანი. სწორედ ამიტომ, "იბერია 2010"-ის საქმიანობა სცდება მხოლოდ მოედანს - ჩვენ ვზრუნავთ იმაზე, რომ ფეხბურთი ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის, განურჩევლად სოციალური, ეთნიკური, რელიგიური ან ფიზიკური თავისებურებებისა.
ხედვა და მისია
ჩვენი კლუბი მუშაობს ისეთი საფეხბურთო გარემოს შექმნისთვის, სადაც ყველა ბავშვი და მოზარდი იგრძნობს მხარდაჭერას, თანასწორობას და განვითარების შესაძლებლობას. ჩვენი მიზანია ახალგაზრდა თაობის ჩამოყალიბება პასუხისმგებელ მოქალაქეებად, რომლებიც აღზრდილნი იქნებიან სპორტის, განათლებისა და ურთიერთპატივისცემის ფასეულობებით.
კლუბის მისიაა ფეხბურთის საშუალებით ხელი შევუწყოთ ახალგაზრდების ფიზიკურ, სოციალურ და ემოციურ განვითარებას - განათლების, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და თანასწორობის პრინციპებზე დაყრდნობით.
ჩვენი ღირებულებები
1. თანასწორობა და ჩართულობა - ყველასთვის ღია სპორტული სივრცედა სოციალური ბარიერების დაძლევა.
2. ანტი-რასიზმი - მრავალფეროვნების მიღება და დისკრიმინაციის ყველაფორმის პრევენცია.
3. ბავშვთა დაცვა და ზრუნვა - უსაფრთხო გარემო კლუბის ყველაწევრისთვის.
4. ინკლუზია / ფეხბურთი ყველა შესაძლებლობისთვის - შესაძლებლობების შექმნა განსაკუთრებული საჭიროებების მქონებავშვებისა და მოზარდებისთვის.
5. გარემოს დაცვა - ეკოლოგიურად პასუხისმგებელი მიდგომებიყოველდღიურ მუშაობასა და ინფრასტრუქტურაში.
მრავალფეროვნება და თანასწორობა
„იბერია 2010“-ის გუნდში ერთად თამაშობენ სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური უმცირესობის წამომადგენელი სპორტსმენები. მათ შორის არიან უცხოელებიც, რაც ხაზს უსვამს კლუბის ღიაობასა და ინკლუზიურ კულტურას.
ჩვენი გუნდური გარემო დაფუძნებულია პატივისცემაზე, მეგობრობაზე და პროფესიონალიზმზე, სადაც ყველა ფეხბურთელი არის თანასწორი და დაფასებული.
სოციალური პასუხისმგებლობა
„იბერია 2010“ ყოველწლიურად ახორციელებს სხვადასხვა სოციალურინიციატივას, რომლებიც მიზნად ისახავს ახალგაზრდების მხარდაჭერას, განათლების ხელშეწყობასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.
კლუბის სოციალური პასუხისმგებლობა ვლინდება არა მხოლოდ თემატურაქტივობებში, არამედ ყოველდღიურ პრაქტიკაშიც:
• კლუბი თანამშრომლობს სხვადასხვა საგანმანათლებლო და პარტნიორორგანიზაციასთან რათა ფეხბურთი გახდეს უფრო მეტი ბავშვის ცხოვრებისნაწილი;
• სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებისათვის დაწესებულია შეღავათიანი საფასო სისტემა;
• ერთი ოჯახიდან ორი ან მეტი ბავშვის ჩართულობისას მოქმედებსგადასახადის შემცირების წესი;
• კლუბი ასევე მხარს უჭერს ცნობიერების ამაღლების კამპანიებს თანასწორობის, ინლკლუზიისა და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის მიმართულებით.
ჩვენი გუნდი
გუბაზ დოლიძე - სოციალური პასუხისმგებლობის დაცვის ოფიცერი 571 71 33 32
ლუკა მიქაძე - კლუბის გულშემატკივართან მეკავშირე & მედია ოფიცერი 511 22 21 88 | iberiaacademy@gmail.com
ნორმენ ტარტარაშვილი - შშმ პირებთან მეკავშირე 577 54 01 50
ალექსანდრე მეტრეველი - უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვის ოფიცერი
შორენა ჯაფარიძე - ექიმი
ნინო ნადირაძე - ფიზიოთერაპევტი
მწვრთნელები
A კატეგორიის ლიცენზია
გუბაზ დოლიძე
B კატეგორიის ლიცენზია
ვასილ შენგელია
B კატეგორიის ლიცენზია
ნორმენ ტარტარაშვ ილი
B კატეგორიის ლიცენზია
ლუკა მიქაძე
B კატეგორიის ლიცენზია
გიორგი ცისკაძე
C კატეგორიის ლიცენზია
გურამ ქუსიკაშვილი
B კატეგორიის ლიცენზია
ლაშა სიგუნავა
-
ნიკა სარია
-
ნიკა გაბელია
-
გრიგოლ სტეფნაძე
ასაკობრივი გუნდები
სტადიონები
ბობ უოლში N25, ოლიმპიური სტად იონი